თავში

ნავთობის ფასი, შესაძლოა, ბარელზე $190-მდე გაიზარდოს

ნავთობის ფასი, შესაძლოა, ბარელზე $190-მდე გაიზარდოს
ნავთობის ფასი, შესაძლოა, ბარელზე $190-მდე გაიზარდოს

ენერგეტიკულმა კრიზისმა ნედლი ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.  ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე 100 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

JPMorgan-ის პროგნოზის თანახმად, ნავთობის ფასი წელს 64%–ით გაიზარდა და მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამას გარდა, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის ფასი გაორმაგდა და შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალოგიური მდგომარეობაა ნახშირის ღირებულებასთან დაკავშირებით.

ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსი ნედლეულის ღირებულების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ამ ფონზე, Moody's Analytics–ის ექსპერტები ელიან, რომ 2022 წლისთვის ნავთობის ფასი ბარელზე 80–90 დოლარამდე გაიზრდება. 

ფასების ზრდის ყველაზე დრამატულ სცენარის JPMorgan პროგნოზირებს. კომპანიის ექსპერტები თვლიან, რომ ნედლი ნავთობის ფასი 2025 წელს ბარელზე 190 აშშ დოლარამდე შეიძლება გაიზარდოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system