თავში

ნავთობის ფასის გავლენა საქართველოს ეკონომკაზე

ნავთობის ფასის გავლენა საქართველოს ეკონომკაზე
ნავთობის ფასის გავლენა საქართველოს ეკონომკაზე

ნავთობის გაიაფება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს ფინანსური სტაბილუროის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ონლაიგამოსვლაზე  საბანკო სექტორზე არსებული სიტუაციის გავლენის შეფასებისას განაცხადა.

„კვლავ რჩება გაურკვევლობა პანდემიის განვითარებასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში და ჩვენც თავისუფალი ვერ ვიქნებით ამ კონტექსტიდან. პანდემიის გარდა კიდევ ერთი ეფექტი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, არის ნავთობის ფასის შემცირება. ნავთობის შოკიც გვაქვს ქვეყანაში და როგორც წესი, ნავთობის ფასების შემცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია, რადგან ერთ შემთხვევაში მცირდება იმპორტის მოცულობა, რადგანაც ფასები კლებულობს, ამავედროს არ დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციები და გადმორიცხვები იმ ქვეყნებიდან, სადაც ნავთობის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე შემცირდება ამ პერიოდში და ამასაც გავლენა აქვს და უნდა გავითვალისწინოთ. გამოვედით ერთი შოკიდან, რომელიც შარშან რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვას მოყვა და შემდეგაა უკვე ორმაგი შოკი, რომელიც პანდემიით და ნავთობის ფასების კლებით გამოიხატება,“-განმარტა გვენეტაძემ და დასძინა, რომ შემცირებულია ახლადგაცემული სესხების რაოდენობა და იკლო დაფარვებმაც, რაც გადავადებებმაც განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system