თავში

ნავთობის ფასმა მოიმატა

ნავთობის ფასმა მოიმატა
ნავთობის ფასმა მოიმატა

მსოფლიო ბაზარზე, გასული დღის ვაჭრობის შედეგად, ნავთობის  ფასები მცირედით გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 0.11%-ით გაიზარდა და ბარელზე 71,37 აშშ დოლარს შეადგენს.

WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება კი მხოლოდ 0,09%-ით გაიზარდა და ბარელზე 69,15 აშშ დოლარად ბარდება.

ბოლო დღეების განმავლობაში, ბაზარზე ნავთობის ფასებზე გავლენას მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამებისა და ახალი ტალღების საშიშროება ახდენს. 

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით გაზრდილია,  ბევრ ქვეყანაში  COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდულ რაოდენობას შეუძლია, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს პროგრესი შეაჩეროს ან თუნდაც ნაწილობრივ უკუაგდოს.

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, გასულ კვირას ქვეყანაში ნავთობის მარაგები 3,6 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც მაისის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი ნახტომია.

ამავდროულად, ბენზინის მარაგები შეერთებულ შტატებში შემცირდა 5.3 მილიონი ბარელით. ანალიტიკოსები ელოდნენ ბენზინის მარაგის 1.1 მილიონი ბარელით შემცირებას.

შეგახსენებთ, OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოდან ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაიზრდება. შესაბამისად, კრიზისამდელ მდგომარეობას ქვეყნები 2022 წლის ბოლოს მიაღწევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system