თავში

აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტი ნავთობის გაიაფებას პროგნოზირებს

ნავთობის გაიაფებას პროგნოზირებს
აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტი ნავთობის გაიაფებას პროგნოზირებს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი მომდევნო თვეებში ნავთობის ფასების ვარდნას პროგნოზირებს. როგორც ამერიკული ბიზნესგამოცემები უწყებაზე დაყრდნობით იუწყებიან, 2019 წლის მეოთხე კვარტალში Brent ნავთობის ნავთობის ფასი ბარელზე, საშუალოდ $59 იქნება, მაგრამ 2020 წლის მეორე კვარტალში, ბარელზე ნავთობის ღიებულება 57 დოლარამდე დაეცემა.


"ნავთობის მომარაგების ბოლოდროინდელი შეფერხებების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში ნავთობის ფასები შემცირდება, რადგან მსოფლიო რეზერვები გაიზრდილია", - ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებაში.


გარდა ამისა, უწყების პროგნოზით, 2020 წლის დასაწყისში, მეორე კვარტალში მოსალოდნელ კლებამდე ცოტა ხნით ადრე, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 62 ამერიკული დოლარი იქნება. წლის განმავლობაში კი ნავთობის საშუალო ღირებულება ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრება.

ცნობისთვის: ოთხშაბათს Brent-ის ფიუჩერსული ფასი შემცირდა. ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე გაცვლითმა ფასმა დღეს დილით, გუშინდელთან შედარებით $0,68-ით დაიკლო და ბარელზე 58 აშშ დოლარი შეადგინა. გუშინ მისი ღირებულება ბარელზე 58,68 აშშ დოლარამდე იყო.

რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI–ს ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,26 დოლარით არის დაკლებული და ბარელზე $ 52,38 ღირს. ორშაბათს კი, WTI 52,75 აშშ დოლარამდე ღირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system