თავში

ნავთობის ღირებულება იზრდება

ნავთობის ღირებულება იზრდება
ნავთობის ღირებულება იზრდება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის  ფასი კვლავ იზრდება.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.31%-ით გაიზარდა და ბარელზე 85,43 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.16%-ით არის მომატებული და ბარელზე 83.89 აშშ დოლარად ბარდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, WTI-ის ნედლი ნავთობის ფასმა 2014 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა და ბარელზე 85 აშშ დოლარი შეადგინა.

OPEC +-ის რამდენიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ორგანიზაციას ნავთობის მოპოვების გაზრდის მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. 

გარდა ამისა, ANZ-ის ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასების ზრდას ხელს უწყობს ცნობები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი ირანთან მოლაპარაკებებს ამ კვირის ბოლოს გამართავს.

ამასთან, ნავთობის ფასების ზრდა უმეტესად განპირობებულია იმით, რომ მიწოდება ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system