თავში

ნავთობის მჭამელი ბაქტერიების ბიზნესი

ნავთობის მჭამელი ბაქტერიების ბიზნესი
ნავთობის მჭამელი ბაქტერიების ბიზნესი

სტარტაპი „ბაიოქიური" წელს დაარსდა მეწარმეებმა სოსო ცაბაძემ და თემო რუხაიამ. სტარტაპი ნავთობდაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიური მეთოდია და დამფუძნებლებს თუ დავუჯერებთ, ამავდროს, ძალიან ეფექტური და იაფი გაწმენდის საშუალებაც. მეწარმე ერთი წელი ეკოლოგიას და ამ ბიზნესის განვიტარების შესაძლებლობას სწავლობდა. დამატებით ერთი წელი დასჭირდა ბიზნესმოდელის შესამუსავებლად.

"იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე ეკოლოგიური გაწმენდის გზა ბუნებრივი დეგრადაციაა, ანუ დაბინძურებულ ადგილზე მრავლდებიან ბაქტერიები, რომლებიც ნავთობით იკვებებიან და ათწლეულების განმავლობაში, ტოქსინებს ანეიტრალებენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ ნავთობის მჭამელი ადგილობრივი ბაქტერიების სწრაფი გამოყოფის მეთოდი. ამ ბაქტერიებს ბიორეაქტორებში ვამრავლებთ და თხევადი საშუალების სახით, დაბინძურებულ ადგილზე ვასხამთ. შედეგად, ბუნებრივ დეგრადაციას ვაჩქარებთ და ათწლეულების მაგივრად, ნავთობი თვეებში, წყალში კი კვირებში იშლება. იდეა შობა აღშფოთებამ და განცვიფრებამ! ეს ტექნოლოგია რამდენიმე წელია, არსებობს და გამოიყენება საქართველოში, თუმცა ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ არ ვიყენებდით მას გლობალურ ბაზარზე. ბოლო წვეთი Deepwater Horizon-ის დაღვრის გაწმენდის შედეგების სტატისტიკა გახდა. მექსიკის ყურეში რამდენიმე ათეული მილიარდი დაიხარჯა, რომ ქიმიური საშუალებით გაეწმინდათ, თუმცა საბოლოოდ, ყურე ქიმიისგან გახდა გასაწმენდი" – თემო რუხაია.

მისი თქმით, მივხვდი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ „ამხანაგების“ უმრავლესობას ეკოლოგია არ ადარდებს და სხვა გზის პოვნა იყო საჭირო. ამ საქმეში ჩავერთე და ვინაიდან, არც მეცნიერი ვარ და არც ბიოლოგი, დაახლოებით, ერთი წელი დავხარჯე თვითონ ტექნოლოგიასა და ამ სფეროში გარკვევაზე. 

როგორც მეწარმე გვიხსნის ბუნებრივი პროცესის დაჩქარება საკუთარი ტექნოლოგიით შეუძლიათ ყველგან, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს, თუნდაც პირდაპირ დაბინძურების ადგილზე (ინ-სიტუ), ასევე, უკვე გატანილი ნიადაგის ან წყლის უტილიზაციის ველზე (ექს-სიტუ). „ბაიოქიური“ ეფექტურია გრუნტის, ქვიშის, წყლის, გრუნტის წყლის, ზღვის გაწმენდაში, მოკლედ, სადაც გამოვცადეთ, ყველგან მუშაობს. ასევე, ეფექტურია ნედლი ნავთობის, ბენზინის, დიზელის, საავტომობილო და ტრანსფორმატორის ზეთების გაწმენდისას. რუხაიას განმარტებით ტექნოლოგია ყველა ტიპის ნავთობპროდუქტით დაბინძურებას წმენდს.

სტარტაპი B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) მოდელით ვმუშაობს. მომხმარებლებია დაბინძურების გამწმენდი კომპანიები, ნავთობის მწარმოებელი, ნავთობის მომპოვებელი და სატრანსპორტო კომპანიები არიან. ურთიერთობის ფორმა კი ასეთია: მომხმარებელი დაბინძურების სინჯებს უგზავნის „ბაიოქიურს", ისინი პოულობენ ბაქტერიებს, ამრავლებენ და დამკვეთს თხევად საშუალებას აწვდიან. დაბინძურების ადგილს მომხმარებელი თავად წმენდს.

 ცნობისთვის, „ბაიოქიური“ სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულია. როგორც თემო რუხაია ამბობს, „ჯიტას“ მენტორები მას იდეის დავარცხნა-გალამაზებაში ძალიან მოეხმარნენ და კონკურსში პირველ ადგილზე გავიდნენ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გრანტი მოიპოვეს, დაამყარეს კონტაქტები და საჭირო ხალხიც გაიცნეს. ფულადი გრანტი კი  პოტენციური მომხმარებლების ძიებაში,  „ბაიოქიურის“ ციფრული ცხოვრების გაჯანსაღებაში, საიტისა და რამდენიმე სტარტაპზე ორიენტირებულ პლატფორმაზე ანგარიშების გასამართად დახარჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system