თავში

ნავთობის მოპოვების შესახებ OPEC-ის შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს

ნავთობის მოპოვების შესახებ OPEC-ის შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს
ნავთობის მოპოვების შესახებ OPEC-ის შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს

Wall Street Journal-ის ცნობით, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ის წევრი სახელმწიფოები 15 ივლისს, ონლაინ კონფერენციის ფორმატში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას გადახედავენ.

გამოცემის ცნობით, მხარეები ბაზრის ვითარებას და კვოტების შესაძლო ზრდას განიხილავენ.

ვინაიდან ნავთობზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება, შესაძლოა მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვება კვლავ გაიზარდოს.

WSJ აღნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა, ნავთობის მოპოვების ზრდას მხარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, ეპიდემიის პერიოდში ნავთობის მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე 30%-ით შემცირდა, რის გამოც, 12 აპრილს "OPEC+"- ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის წარმოების შემცირებაე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ მაისი-ივნისის პერიოდში ნავთობის მოპოვება 9,7 მილიონ ბარელამდე შემცირდებოდა, ხოლო 2021 წილის აპრილის ბოლომდე - 6 მილიონ ბარელამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system