თავში

ნავთობის შემცირებული რაოდენობით წარმოება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება

ნავთობის შემცირებული რაოდენობით წარმოება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება
ნავთობის შემცირებული რაოდენობით წარმოება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება

ოპეკ+ის შეხვედრაზე ნავთობის შემცირებული რაოდენობით წარმოების კვოტების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. შემცირებული კვოტები კიდევ ერთ თვეს, ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 

ოპეკმა ასევე იმ ქვეყნებს, რომლებმაც წარმოება დათქმული რაოდენობით არ შეამცირეს, მოუწოდა შეთანხმების პირობები ივლისში შეასრულონ, ამასთან ისინი არ შემცირებული წარმოების კომპენსირებას ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში აანაზღაურებენ. 

კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ოპეკ+ სამინისტროს მონიტორინგის კომიტეტი თვეში ერთხელ შეიკრიბება, 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე.

მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნები ადასტურებენ მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს და სხვა ნავთობმწარმოებელ ქვეყანებს მოუწოდებენ პროპორციული წვლილი შეიტანონ ნავთობის ბაზრის დასტაბილურებისთვის და გაითვალისწინონ ოპეკის და შეთანხმებაში მონაწილე სხვა ქვეყნების ძალისხმევა. 

შემდეგი შეხვედა 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system