თავში

ნავთობპროდუქტების იმპორტში დიდი კლებაა

ნავთობპროდუქტების იმპორტში დიდი კლებაა
ნავთობპროდუქტების იმპორტში დიდი კლებაა

 covid-19-ის ნეგატიური გავლენა ნავთობპროდუქტების ბაზარზე უარყოფითად აისახა. როგორც იმპორტი, ასევე მოხმარება საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია, რაც ოფიციალურმა სტატისტიკამაც დაადასტურა. აპრილში ნავთობპროდუქტების იმპორტის კლებას ვანო მთვრალაშვილი ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებით ხსნის და ამბობს, რომ ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ ნავთობპროდუქტების ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

,,ნავთობპროდუქტების იმპორტის კლება კორონავირუსისგან გამომდინარე შედეგია. საავტომობილო მოძრაობა აპრილში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, გარდა ამისა, კარანტინმა, ქალაქების ჩაკეტვამ, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ  ბაზარს ტავისი დაღი დაასვა და იმპორტთან ერთად, მოხმარებაც ძალიან შემცირდა. სატრანსპორტო ნაკადებსაც ეტყობა, რომ შემცირებაა, კრიზისიდან ახლა ვიწყებთ გამოსვლას", - ამბობს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება საწვავის ფასს, მისი ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ღირებულება გაზრდილია. კერძოდ, ლონდონში ფასმა 35 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო 1 თვის მაქსიმუმია. 

,,მაისში სერიოზულ ცვლილებას არ ველოდები, თუმცა ოპეკის ქვეყნების შეთანხმება ძალაში შევიდა წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით და გარკვეულ შედეგს მოიტანს. ეპიდემია უკან იხევს, ბევრი ქვეყანა ნელ-ნელა ხსნის ეკონომიკას და ესეც დამატებითი ფაქტორი იქნება, რომ ფასებზეც აისახოს. იმპორტი მოიმატებს თუ არა საქართველოში, ჯერჯერობით ძნელად სათქმელია. ფასი იყო დაბალი და ჯერ კიდევ მარტში კომპანიებმა გარკვეული მარაგები შექმნეს. რა იქნება მომავალში, ამ ეტაპზე ძნელად სავარაუდოა", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system