თავში

ნავთობსა და გაზზე სტაბილური მოთხოვნა აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს

ნავთობსა და გაზზე სტაბილური მოთხოვნა აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდ
ნავთობსა და გაზზე სტაბილური მოთხოვნა აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს

აზერბაიჯანის ეკონომიკა 2021 წელს 2,5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წლისთვის 3,3%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას Fitch Solutions ავრცელებს. 

"კონტინენტურ ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური აღორძინება და ნავთობსა და გაზზე სტაბილური მოთხოვნა 2021 და 2022 წლებში ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის გარე სექტორის მხარდაჭერას",-ნათქვამია მოხსენებაში. 

Fitch Solutions-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მშპ-ს რეალური ზრდა 2021 წელს 2.5%-ით აღდგება, 2020 წლის 4.3%-იანი შემცირების შემდეგ.

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3.6%-ით გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system