თავში

ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება

ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება
ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება

მთავრობა ჩაის კულტურის მხარდამჭერ ღონისძიებებს აგრძელებს. სარეაბილიტაციო ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. თუმცა, როგორც ,,ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე აცხადებს, გამოწვევები დარგში ჯერ კიდევ ბევრია. ყველაზე დიდი პრობლემა, რის მოგვარება სფეროს განსაკუთრებით უჭირს, სვანიძის ინფორმაციით, ნედლეულის დეფიციტს უკავშირდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართულ ჩაიზე მოთხოვნა მატულობს, ნედლეულის სიმცირის გამო მიწოდება პრობლემ ას ქმნის, ამიტომ მთავარი ძალისხმევა წარმოების ზრდის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული.

,,საქართველოში ამ დროისთვის დაახლოებით 150 ათასი ტონა ჩაი იწარმოება. ცხადია, პოტენციალი გაცილებით დიდია. შორეულ პერსპექტივაზე საუბარი რთულია, თუმცა რა ღონისძიებებიც ამჯერად მიმდინარეობს, შესაძლებლობას იძლევა, რომ მომდევნო წლიდან წარმოება დაახლოებით180 ათას ტონამდე გაიზარდოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩაის კულტურების ხელშემწყობი პროგრამა მუშაობს და ამორტიზებული ფართობების რეაბილიტაციას ახდენს. ამ დროისთვის დაახლოებით 600-700 ათასი ჰა არის რეაბილიტირებული. ამ ტემპით ჩვენ უახლოეს წლებში წარმოებას დაახლოებით 15-20%-ით გავზრდით. მთავარია, რომ დიდი ქარხნების როლი გაძლიერდეს, ბევრი ასეთი ფაბრიკა-ქარხანა ფაიხსნას, რადგან ჯერჯერობით მათი რიცხვი თითზე ჩამოსათვლელადღაა და დარგი ისევ მცირე მეურნეობების იმედადაა, მათი უმეტესობა კი ოჯახური მეურნეობებია. ამ დროს საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდია დღეს  ქართულ ჩაიზე მოთხოვნა. ნედლეულის დეფიციტის გამომიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ. ბევრი სამუშაოა გასაწევი, რომ საქართველოში ჩაის სექტორი განვითარდეს და არსებულ გამოწვევს თავი გავართვათ", - ამბობს report.ge-თან სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 1 192 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა.

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, მასში ჩართულია 39 ბენეიფიციარი. პროგრამა „ქართულ ჩაიში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system