თავში

ნიდერლანდების მთავრობა ჰოლანდიას ქვეყნად არ აღიარებს

ნიდერლანდების მთავრობა ჰოლანდიას ქვეყნად არ აღიარებს
ნიდერლანდების მთავრობა ჰოლანდიას ქვეყნად არ აღიარებს

ნიდერლანდების სამეფოს ქვეყნის ჰოლანდიად მოხსენიება აღარ სურს. მთავრობა მიიჩნევს, რომ სახელწოდება ჰოლანდია „ნარკოტიკებთან და წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება“. ნიდერლანდების ხელისუფლება უახლოეს ხანში ოფიციალურად იტყვის უარს ქვეყნის ჰოლანდიად მოხსენიებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ და „ტელეგრაფი“ ავრცელებენ.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ უკვე შეადგინეს კონცეფცია, რომელიც ქვეყნის იმიჯის და სახელწოდების რებრენდინგს ითვალისწინებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის ბოლოს წარმოვადგინოთ კონცეფცია, რომელის მიხედვითაც, ტურისტული კომპანიები ქვეყანას მხოლოდ ოფიციალურ სახელწოდებას ნიდერლანდებს გამოიყენებენ“, – განაცხადეს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სწორედ ნიდერლანდების სამეფოს სახელით წარდგება ქვეყანა როტერდამში დაგეგმილ ევროვიზიის კონკურსზე და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ხელისუფლებას სურს, რომ ტურისტები არა ცნობილ ქალაქებში, არამედ პროვინციებში ჩავიდნენ.

ჰოლანდია ნიდერლანდების სამეფოს დასავლეთში მდებარე პროვინციის სახელწოდებაა. ის აერთიანებს სამხრეთ და ჩრდილოეთ ჰოლანდიების პროვინციას. სწორედ ჰოლანდიის რეგიონში მდებარეობს ქვეყნის სამი უდიდესი ქალაქი: ამსტერდამი, როტერდამი და ჰააგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system