თავში

ნიკა შენგელია: არჩევნების შემდეგ ცხოვრება გაძვირდება

ნიკა შენგელია: არჩევნების შემდეგ ცხოვრება გაძვირდება
ნიკა შენგელია: არჩევნების შემდეგ ცხოვრება გაძვირდება

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია 5 ნოემბრიდან ლარის კურსის მერყეობას ელოდება. ექსპერტი report.ge-ს საკუთარი პროგნოზის საფუძველსაც უხსნის.

მისი განმარტებით, უკვე იწურება მარაგები იმ პროდუქტებისა, რომლებიც ასე თუ ისე აგრარულ სექტორში მოდიოდა ადგილობრივად. შენგელია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი აგროპროდუქტების ამოწურვის შემდეგ, შიდამოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ზრდას დაიწყებს იმპორტი, გაიზრდება მოთხოვნა დოლარზე, ბაზარზე გაჩნდება ჭარბი ლარი და კურსიც დაეცემა.

"ასევე, ვიდრე არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ლარის კურსის შენარჩუნებას ცდილობს ეროვნული ბანკი, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს. ლარის კურსის ველოდებით 5 ნოემბრის შემდგომაც, მაგრამ 3,10- 3,35 ფარგლებში," - გვეუბნება შენგელია.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კურსი 3.30-იან ნიშნულს გადაცდა, კვლავ მოხდება გადაანგარიშება ფასების და საქონელსა და მომსახურეობაზე მივიღებთ კვლავ გაზრდილ ფასებს და მოსახლეობას ცხოვრება კიდევ უფრო მეტად გაუძვირდება.

"ასევე, ვიდრე არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ლარის კურსის შენარჩუნებას ცდილობს ეროვნული ბანკი, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს," - გვიხსნის ექსპერტი.

შენგელია ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კურსი 3.30-იან ნიშნულს გადაცდა, კვლავ მოხდება გადაანგარიშება ფასების და საქონელსა და მომსახურეობაზე მივიღებთ კვლავ გაზრდილ ფასებს.

"ამ დროისათვის ფასები გაზრდილია საწვავზე და ზოგიერთ პროდუქტებზეც. მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე ასევე ფასების ზრდა შეინიშნება მარცვლოვან კულტურებზეც, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, სოიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსის 3,30-იან ნიშნულზე გაჩერების შემთხვევაში, პურპროდუქტებზე, ხორცსა და რძის პროდუქტებზეც ფასების მატებას უნდა ველოდოთ. ასევე არ გამოვრიცხავ 2021 წლის მეორე კვარტლიდან საუბარი დაიწყოს შუქის და გაზის ტარიფის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ კოვიდპანდემიის ფონზე, ცხადია, რომ ინფლაცია იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ამას ელოდებიან ცენტრალური ბანკის მესვეურები. ამიტომ, მათ მოუწევთ შეინარჩუნონ რბილი ფულადსაკრედიტო პოლიტიკა.

ექსპერტი ამბობს, რომ რადგანაც საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ქსოვილის ნაწილია, პრიორიტეტი უნდა გახდეს აგრო-სამრეწველო დარგების განვითარება. შენგელიას რეკომენდაციით, აუცილებელია, რეგულატორმა ძირეულად გადახედოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში ჩააყენოს.

"ჩვენ მიერ პროგნოზიებული ცხოვრების გაძვირება 4 -დან 12-თვემდე პერიოდში შევა მოქმედებაში და, სავარაუდოდ, მივიღებთ რეალობას, სადაც ოქროზე, საწვავსა და პროდუქტებზე ფასები იქნება მომატებული," - ამბობს შენგელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system