თავში

ნიკა შენგელია: მთავრობა აგვიანებს

ნიკა შენგელია: მთავრობა აგვიანებს
ნიკა შენგელია: მთავრობა აგვიანებს

"ვადაგადაცილებულ საბანკო სესხებზე კორონავირუსთის დაზარალებული მოსახლეობისთვის უნდა შეწყდეს ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა," - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია და ამბობს, რომ აუცილებელია მთავრობა გულისყურით მოეკიდოს ამ საკითხს.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო  გაკოტრების პერიოდი და ამის მონაცემები 2021 წლის მეორე კვატრლის ბოლოს თვალსაჩინო გახდება. შენგელია ამბობს, რომ საკითხის მოგვარება დროული კი არა, უკვე დაგვიანებულიცაა.

"მოსაგვარებელია მოსახლეობისათვის პრობლემატური სამომხმარებლი და იპოთეკური სესხების საკითხები. პანდემიის პერიოდში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, უმეტესობა ადამიანებისა მთავრობის მხრიდან 200 ლარიანი დახმარების გარეშე დარჩა. აუცილებელია მთავრობა გულისყურით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს.კერძოდ უზრუნველყოს და მოაგვაროს საკითხები საბანკო სექტორთან ისე ,რომ ვადაგადაცილებულ საბანკო სესხებზე , რომლის მომსახურეობაც არ შეუძლია მოსახლეობას შეწყდეს ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა ( შეგახსენებთ რომ ასეთი სესხების უმრავლესობა არის წლიური 36 % იანი) დაფიქსირდეს დავალიანება და მიეცეს მოვალეებს საშუალება "დაფიქსირებული" დავალიანება დაფაროს გრაფიკით რომელიც გადანაწილებული იქნება ხანგრძლივ დროის პერიოდზე შეთანხმებისამებრ. აღნიშნული პრობლემატური საკითხის უგულვებელყოფა უბრალოდ გახლავთ გულგრილობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ვფიქრობთ რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება დროული კი არა უკვე დაგვიანებულიცაა," - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system