თავში

ნიკა შენგელია: პრობლემური სესხების საკითხი მოსაგვარებელია

ნიკა შენგელია: ​პრობლემური სესხების საკითხი მოსაგვარებელია
ნიკა შენგელია: პრობლემური სესხების საკითხი მოსაგვარებელია

"პრობლემური სესხების საკითხი მოსაგვარებელია," - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია, რომელიც report.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის" ბოლო განცხადება სხვა არაფერია თუ არა გაფრხილება.

"ფიტჩი" ,თავრობას აფრთხილებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდად და ხელი არავის წაუცდეს არჩევნების შედეგების შელამაზებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ფიტჩის" განმარტებით, შეიძლება პოლიტიკური გაურკვევლობის რისკი გაიზარდოს რამაც შესაძლოა დღეისათვის არსებული მონიჭებული „სპეკულაციური“ რეიტინგი შეცვალოს," - ამბობს შენგელია.

ექსპერტი გვიხსნის, რომ კორონავირუსის ფონზე მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა წლების განმავლობაში ეკონომიკაში დაგროვებული ყველა პრობლემა,რეცესია, მცირე და საშუალო ბიზნესის განადგურება, მოსახლეობის კეთილდღეობის დაცემა და სხვა ყველა ნეგატივი პანდემიას მიაწერა. შენგელია ამბობს, რომ ასე მოხდა საქართველოშიც. 

ექსპერტს კარგად ესმის, რომ ეკონომიკის რეცესიიდან გამოყვანა და, თუნდაც,  2019 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაახლოება დროს მოითხოვს და მიიჩნევს, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზები გადაჭარბებულად ოპტიმისტურის.

ექსპერტი განმარტავს, რომ ერთი წლის განმავლობაში რამოდენიმე ქვეყნის გარდა წინა წლის მონაცემებს ვერავინ მიუახლოვდება. უმეტესობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისა 2019 წლის მონაცემებბს სწორი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და ფულად საკრედიტო მონეტარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში მინიმუმ 2-3 წლის შემდეგ მიაღწევს, ამხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

"მიუხედავად მსოფლიო სავალუტო ფონდის პოზიტიური პროგნოზებისა, რომელიც 2021 წელს ბევრ ქვეყანას ეკონომიკის ზრდის კუთხით საკმაოდ მიმზიდველ პროცენტებს უწინასწარმეტყველებს, ჩვენ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდება, ერთი წლის განმავლობაში რამოდენიმე ქვეყნის გარდა  წინა წლის მონაცემებს ვერავინ მიუახლოვდება. უმეტესობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისა 2019 წლის მონაცემებბს სწორი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და ფულად საკრედიტო მონეტარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში მინიმუმ 2-3 წლის შემდეგ მიაღწევს, ამხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მოსახლეობის კეთილდღეობა დღითი დღე ეცემა. მაშინ როდესაც სამეზობლო რეგიონში ჯერ კიდევ ომის ქარ-ცეცხლი ტრიალებს სასიცოცხლოდ აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა. პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას ბევრი წუხილი და სატკივარი გაუჩინა. პრობლემებიდან ყველაზე მწვავე ფიზიკური პირების პრობლემური იპოთეკური და სამომხმარებლო საბანკო სესხებია," - გვეუბნება ექსპერტი.

მისივე განმარტებით, მაშინ როდესაც ეკონომიკაში არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომლის საშალებით მყისიერად მოგვარდებოდა ეკონომიკური პრობლემები, აუცილებელია, მთავრობა გულისყურით მოეკიდოს ამ საკითხს და მოაგვაროს საკითხები საბანკო სექტორთან ისე ,რომ ვადაგადაცილებულ საბანკო სესხებზე , რომლის მომსახურეობაც აღარ შეუძლია მოსახლეობას შეწყდეს ჯარიმებისა და პროცენტების დარიცხვა.

"ასეთი სესხების უმრავლესობა არის წლიური 36 % იანი. უნდა დაფიქსირდეს დავალიანება და მიეცეს მოვალეებს საშუალება "დაფიქსირებული" დავალიანება დაფაროს გრაფიკით, რომელიც გადანაწილებული იქნება ხანგრძლივ დროის პერიოდზეშე თანხმებისამებრ," - ამბობს ნიკა შენგელია და დასძენს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა აგვიანებს, არადა, ექსპერტის აზრით, პრობლემური სესხების პრობლემის უგულვებელყოფა გულგრილობაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system