
ნინო ჩიქოვანი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მას ბოლო 4 წელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
ჩიქოვანი ახალ პოსტზე სამომავლო გეგმებს ასაჯაროვებს.
"მომავალი წლისთვის ვგეგმავთ ისეთი მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას, როგორიც არის: ახალგაზრდებში საგამომგონებლო საქმიანობის სტიმულირების ხელშეწყობა; გამომგონებლობის სწავლების თანამედროვე მეთოდების პოპულარიზაცია და გამოყენება; ახალგაზრდებისთვის სწორი მიმართულების მიცემა ღირებული გამოგონებებისა და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში. ასევე, მწარმოებელთან, ფერმერებთან, მომხმარებლებთან პერმანენტული შეხვედრები გაიმართება და განვიხილავთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტელექტუალური საკუთრების სფეოროში მათთვის მნიშვნელოვან საკითხს", - აცხადებს ნინო ჩიქოვანი.
ბელა გელაშვილი
ავტორი