თავში

ნინო ზამბახიძე: ჩვენ ყველა ვისჯებით არაკეთილსინდისიერი ადამიანების გამო

ნინო ზამბახიძე: ჩვენ ყველა ვისჯებიაკეთილსინდისიერი ადამიანების გამო
ნინო ზამბახიძე: ჩვენ ყველა ვისჯებით არაკეთილსინდისიერი ადამიანების გამო

"ჩვენ ყველა დავისაჯეთ არაკეთილსინდისიერი ადამიანების გამო", - ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრმა ნინო ზამბახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნები მთავრობის მხრიდან შესრულებულია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესები კრიზისის, ხშირ შემთხვევაში კი გაქრობის წინაშე დგანან. 

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ პანდემია ასე მარტივად არ დამარცხდებოდა, მეორე ტალღა მოვიდოდა. საქართველო არ არის გამონაკლისი. მთელი მსოფლიო ამას ებრძვის და ბევრად კრიტიკულ მდგომარეობაში არიან განვითარებული ქვეყნები, თუმცა, როდესაც შეზღუდვები დაწესდა და აუხსნეს, რომ არ შეიძლებოდა ქორწილები, თავყრილობები, მაინც ხდებოდა. ქორწილები ხდებოდა 10-10 კაცის დანაწევრებით, იქ ხდებოდა თავყრილობები და ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც იქ იყო, გახდა ინფიცირების წყარო და ისჯება ის კეთილსინდისიერი მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელსაც მართლა ყველა სტანდარტი ჰქონდა დაცული", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system