თავში

ნიუ-იორკის მეტრო 115 წლისაა

ნიუ-იორკის მეტრო 115 წლისაა
ნიუ-იორკის მეტრო 115 წლისაა

პლანეტის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ნიუ-იორკის მეტრო 115 წლისაა.ამერიკის კონტინეტზე მეტროს პირველ ხაზი 1904 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა.

როგორც სააგენტო Daily News იუწყება, ნიუ-იორკამდე მეტრო აშშ-ს ორ სხვა ქალაქში გაიხსნა, ჩიკაგოში 1897 წელს და ბოსტონში 1901 წელს, თუმცა მასშტაბებში სხვაობა უზომოდ დიდია. ორივე ქალაქის ჯამური მგზავრთნაკადი ნიუ-იორკის მაჩვენებელს 5-ჯერ ჩამორჩება.დღეს ნიუ-იორკის მეტრო 36 ხაზსა და 424 სადგურს ითვლის. სადგურების რაოდენობით ეს მსოფლიო რეკორდია და თბილისის მეტროს სადგურების რაოდენობას 18-ჯერ აღემატება. სადგურების 40% მიწის ზემოთაა განლაგებული. ხაზის საერთო სიგრძე 380 კმ-ს აღწევს რითაც მე-6 ადგილს იკავებს. ამ მხრივ მას შანხაი, პეკინი, გოანჯოუ, ლონდონი და მოსკოვი უსწრებს. მეტრო წლიურად 1.7 მლრდ ადამიანს ემსახურება და ამ მაჩვენებლით მე-9 ადილას იმყოფება. სისტემა 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს, რაც შეფასებას "ქალაქი რომელიც არასდროს სძინავს" კიდევ ერთხელ ამართლებს.

უზარმაზარ სისტემაში სხვადასხვა მონაკვეთზე მოცდის დრო და მატარებლის სიჩქარე ერთმანეთისგან განსხვავდება. მოცდის მინიმალური დრო 2 წუთია, მაქსიმალური 10 წუთი. სიჩქარე 27კმ/სთ-დან 89 კმ/სთ-მდე მერყეობს.

მგზავრთნაკადის რაოდენობით წლიურად 3.85 მლრდ მგზავრი პირველ ადგილზე პეკინის მეტროა, სისტემის საერთო სიგრძით - 676 კმ პეკინი ლიდერობს. ამ ორი ქალაქის მეტრო წლიურად 7.7 მლრდ ადამიანს ემსახურება, რაც პლანეტის მოსახლეობის ტოლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system