თავში

ნიუ-იორკში ქართული ღვინო წარადგინეს

ნიუ-იორკში ქართული ღვინო წარადგინეს
ნიუ-იორკში ქართული ღვინო წარადგინეს

ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ნიუ-იორკში მოქმედ ქართულ რესტორანში "Chama Mama" საპრეზენტაციო ღონისძიება კონტრაქტორმა კომპანიამ "Marq Energie Consulting"-მა გამართა. 

10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო 120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე. 

პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი აქამდე არ იცნობდა. წარდგენის ღონისძიებას ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 

ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. რომ აშშ-ში ქართული ღვინის პოტენციალი მზარდია. ბოლო 7 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 000 ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system