თავში

ნოემბერში ეკონომიკური ზრდის აჩქარება დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო

ნოემბერში ეკონომიკური ზრდის აჩქარება დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო
ნოემბერში ეკონომიკური ზრდის აჩქარება დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ნოემბერში რეალური მშპ, მოლოდინების შესაბამისად წინა წელთან შედარებით 6.9%-დან 12%-მდე აჩქარდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო.

„წინა თვის მსგავსად, აღდგენა ყველა სექტორს მოიცავდა, გარდა მშენებლობისა, რაც სახელმწიფოს მიერ შემცირებულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა განაპირობა.

მაშინ, როდესაც ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და იმპორტის დინამიკა ძლიერი იყო, ფისკალური ფაქტორის მსგავსად, ნოემბრის დაკრედიტებაც შესუსტდა. აღნიშნული, ბიზნეს სეგმენტში, განსაკუთრებით კი კორპორატიული მიმართულებით, სესხების შენელების შედეგია. ამასთან, საყურადღებოა, რომ 2021 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში კორპორატიულ სექტორში რეკორდული აღდგენა აღინიშნებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლოდინის შესაბამისად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, ისევე როგორც ჯამურად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. „რაც შეეხება დაფინანსების მხარეს, პირდაპირი ინვესტიციებიდან მხოლოდ რეინვესტირებულ შემოსავლებს ჰქონდა მნიშვნელოვანი წვლილი, რადგანაც ინვესტიციები სააქციო კაპიტალში ძალზედ დაბალი იყო. ამასთან, არასაბანკო კერძო სექტორი და ეროვნული ბანკი დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო იყო. საბანკო სექტორის მხრივ, საგარეო ვალდებულებები შემცირდა, უცხოური ვალუტის ფლობა (იხ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტი) კი 71 მლნ აშშ დოლარით გაიზრდა, თუმცა მე-2 კვარტალში 501 აშშ დოლარიანი რეკორდული შემცირების შემდეგ“, - ნათქვამია ყოველკვირეულ განახლებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system