
ნოემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში 5.49 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც ნოემბრის ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 3.23%-ია. წელს ნოემბერში აზერბაიჯანიდან გადმოირიცხა 208.09%-ით მეტი, ვიდრე შარშან იმავე თვეში.
რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა წლიურ ჭრილში 16.02%-ითაა შემცირებული. ჩრდილო მეზობლისგან საქართველომ ნოემბერში 31.84 მლნ აშშ დოლარი მიიღო ფულადი გზავნილების სახით.
საქართველოში თურქეთიდან ფულადი გზავნილები ნოემბერში წლიურ ჭრილში 14.71%-ითაა გაზრდილი. ამ თვეში თურქეთიდან გადმორიცხულია 9.01 მლნ დოლარი.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.
2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში წლიურ ჭრილში 18.9 მლნ აშშ დოლარით მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 169.9 მლნ აშშ დოლარი (562.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.5%-ით მეტია 2019 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ბელა გელაშვილი
ავტორი