თავში

ნოემბრის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი

ნოემბრის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი
ნოემბრის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე www.gnerc.org/ge/covid-19.

ნოემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადაა 11 დეკემბერი.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისისაში (სემეკ) განმარტავენ, www.gnerc.org/ge/covid-19 პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია 4 თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ როგორც ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად, ოთხივე თვეზე.

"კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ," - აცხადებენ სემეკში. 

შეგახსენებთ, 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება შეეხება 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system