თავში

აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს გადაეცა

ობსერვატორია

აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს კონტროლის ქვეშ გადადის. ამის შესახებ მთავრობის 30 სექტემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყოფა მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია. ამავე დადგენილების მიხედვით, დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) – ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, ასევე ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system