თავში

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან მოსალაპარაკებლად მზადაა

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან მოსალაპარაკებლად მზადაა

ტრამპის პოზიციის შერბილებაზე ნავთობის მსოფლიო ბაზარს მყისიერი რეაქცია ჰქონდა და გუშინდელ ვაჭრობებზე "შავმა ოქრომ" ფასში თითქმის 4% დაკარგა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან მოსალაპარაკებლად მზადაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან მოსალაპარაკებლად მზადაა.„ირანს სურს შეხვედრები“, - განაცხადა ტრამპმა.

ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა თეთრ სახლში ანტი-ირანული სანქციების შემსუბუქების საკითხი განიხილა. ამავე სააგენტოს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლები უკვე ამზადებენ შესაბამის პირობებს ნიუ-იორკში, აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების შესახვედრად.

დონალდ ტრამპმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებიდან ამჟამინდელი ლიდერების ჩამოშორება მის მიზანს არ წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system