თავში

ოქრო და ვერცხლი გაძვირდა - რა ხდება წიაღისეულის ბაზარზე

ოქრო და ვერცხლი გაძვირდა - რა ხდება წიაღისეულის ბაზარზე
ოქრო და ვერცხლი გაძვირდა - რა ხდება წიაღისეულის ბაზარზე

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი სტაბილურად იზრდება და ბოლო ერთი წლის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია; ვერცხლის ფასმა 2020წ. თებერვალი-მარტის თვეებში ვარდნა განიცადა, ხოლო მაისიდან მკვეთრად გაიზარდა. 2021წ. მანძილზე ოქროს და ვერცხლის ფასის შედარებითი სტაბილურობაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოდან ოქროს ექსპორტი II კვარტალში წ/წ 54%- ით გაიზარდა.

რაც შეეხება წიაღისეულის ბაზრის სხვა სექტორებს, ფოლადისა და ფეროშენადნობების ექსპორტი მკვეთრად (-59% და -29% წ/წ, შესაბამისად) შემცირდა.

მიმოხილვის მიხედვით, ნავთობის ფასი 2020წ. მარტის თვეში მკვეთრად დაეცა, ხოლო ივნისიდან სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2021წ. საშუალო ფასის მიმდინარე ფასთან შედარებით 8%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.

სილიკომანგანუმის ფასს ამერიკის ბაზარზე კლებადი ტენდეცია აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system