თავში

ოქროს ფასი დაეცა

ოქროს ფასი დაეცა
ოქროს ფასი დაეცა

აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დაეცა.

Report.ge-ს ცნობით, ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,05%-ით,  0,85 დოლარით შემცირდა და უნციაზე 1826,45 დოლარს შეადგენს. 

ამას გარდა, ვერცხლის მარტის ფიუჩერსების ფასი 0,09%-ით დაეცა და უნციაზე 23,227 აშშ დოლარი შეადგინა.

ძვირფასი ლითონის ღირებულების შემცირებას ხელი შეუწყო აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ. ამგვარად, აშშ-ს ათი წლის სახაზინო საპროცენტო განაკვეთი 1,754%-მდე გაიზარდა, წინა დახურვის 1,725%-თან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system