თავში

ოქროს ფასი იზრდება

ოქროს ფასი იზრდება
ოქროს ფასი იზრდება

ამერიკული ვალუტის გაუფასურების ფონზე მსოფლიო სავაჭრო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება.

ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე  ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,36%-ით,  6,50 აშშ დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1 791,25 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, დოლარის ინდექსი (დოლარის გაცვლითი კურსი ექვსი ქვეყნის ვალუტების კალათის მიმართ) 0,21%-ით იკლებს 96,17 პუნქტამდე.

თუმცა, გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემა აქტივების შესყიდვების დაბრუნებას დააჩქარებს და  მომავალ წელს მაღალი ინფლაციის ფონზე, საბაზისო განაკვეთს გაზრდის.  რამაც, შესაძლოა, დოლარის გამყარება გამოიწვიოს, რის შედეგადაც  ოქრო ნაკლებად მომგებიანი გახდება.

აშშ-ის მარეგულირებლის შემდეგი სხდომა 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system