თავში

ოქროს ფასი ეცემა

ოქროს ფასი ეცემა
ოქროს ფასი ეცემა

გასულ სავაჭრო დღეს ოქროს ფასი, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, ყველაზე  მკვეთრად დაეცა. 

Report.ge-ს ცნობით, ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 2,0% დაეცა და უნციაზე 1 789,20 დოლარი შეადგინა. 

 წინა დღეს აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის დეკემბრის სხდომის ოქმი გამოქვეყნდა, რომელშიც ბაზარმა დაინახა ცენტრალური ბანკის მიდრეკილება, გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები მოსალოდნელზე ადრე და სწრაფად, რაც ინფლაციის აჩქარებით აიხსნება. 

არსებული ვითარება ოქროს ბაზრისთვის შეიძლება  დამთრგუნველად ჩაითვალოს, ვინაიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შესაძლოა ოქროს მიმართ ინვესტორების ინტერესი  შეასუსტოს და  იგი სახელმწიფო ობლიგაციებზე გადართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system