თავში

ოქროს მოპოვება მცირდება, ფასი მატულობს

ოქროს მოპოვება მცირდება, ფასი მატულობს
ოქროს მოპოვება მცირდება, ფასი მატულობს

გლობალურ ბაზრებზე ოქრო ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად მატულობს. სპეციალისტები ზრდას წარმოების სიმცირეს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ წარმოების კლების ფონზე მოთხოვნა გაზრდილია, რამაც ძვირფასი ლითონის გაძვირება  გამოიწვია.

გეოლოგიურ მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე report.ge-თან ამბობს, რომ ოქროს გაძვირება გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორთა მხრიდან ოქროზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

 ,,გლობალურ ბაზრებზე ოქროს ნედლეულის დეფიციტი შეიმჩნევა. როგორც ჩანს, პანდემიის გამო ოქრო ბაზარზე ნაკლები რაოდენობით შედის და ცვლილებაც ამ ფაქტორით არის გამოწვეული. მოპოვების მასშტაბი არის შემცირებული, ამიტომ არის ნედლეულის სიმცირე, თუმცა ადამიანები ცდილობენ კაპიტალის ყველაზე ,,მყარ ვალუტაში” დაბანდებას. რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ცხადია, ოქრო პარალელურად საქართველოშიც ძვირდება. სამწუხაროდ, მოთხოვნა ისევ დაბალ დონეზეა. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორიც 1 წლის წინ იყო, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ეკონომიკური კრიზისია, გაჭირვებაა ქვეყანაში და ადამიანები ძვირფასეულობის შესაძენას ვერ ახერხებენ, დაბალი გადახდისუნარიანობაა ქვეყანაში", - აცხადებს ნოდარ ფოფორაძე. 

Bloomberg-ის ინფორმაციით,2020 წლის სექტემბრისთვის უნცია (31.1 გრამი) ოქროს ფასმა 2000 დოლარს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system