თავში

მსოფლიოში ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება

​მსოფლიოში ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება
მსოფლიოში ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ზოდებზე მოთხოვნა იზრდება. ფასები 6 წლის მაქსიმუმზეა. ინვესტორების კაპიტალდაბენდებების მოცულობა ამ სეგმენტში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

bloomberg- ის ცნობით, საბირჟო ფონდებში, რომლებიც ოქროთია გამყარებული 100 ტონა ოქროს მობილიზება მოხდა, რაც 2013 წლის შემდეგ მაქსიმუმია. გამოცემის ცნობით, ფონდების ოქროს მარაგი აგვისტოში 101,9 ტონაა. ხოო მთლიანმა საინვესტიციო აქტივებმა 30 აგვისტოს მონაცემებით, 2 453,4 ტონა შეადგინა. ივნისში ფონდების ოქროს მარაგი 154,1 ტონით შეივსო.

გამოცემის ცნობით, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ზოდებზე ფასი 19%-ით გაიზარდა. ექსპერტები ოქროზე ფასის ზრდას აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომს უკავშირებენ, ამ ფონზე ინვესტორები კაპიტალდაბანდებისთვის ძვირფას ლითონს ირჩევენ. ანალიტიკოსების პროგნოზით, მოთხოვნიდან გამომდინარე ოქრო კიდევ გაძვირდება.

დღეს ტრუას უნციის (31,1 გრამი) ფასმა $ 1 522,68 შეადგინა. 26 აგვისტოს ოქროს ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა და უნციაზე $1 555,07 გაუტოლდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system