თავში

ოქტომბერში ინფლაციამ 12.8% შეადგინა

ოქტომბერში ინფლაციამ 12.8% შეადგინა
ოქტომბერში ინფლაციამ 12.8% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system