თავში

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგინა. ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარზე დაფიქსირდა.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, ოქტომბერში ერთსულიან ოჯახზე თანხა 170.8 ლარით განისაზღვრა, ზრდა 2 ლარი და 60 თეთრი; ორსულიანზე – 273.3 ლარით, ზრდა 4 ლარი და 10 თეთრი; სამსულიანზე – 307.5 ლარით, ზრდა 4 ლარი და 70 თეთრი; ოთხსულიანზე – 341.7 ლარით, ზრდა 5 ლარი და 20 თეთრი; ხუთსულიანზე – 384.4 ლარით, ზრდა 5 ლარი და 90 თეთრი; ექვსსულიანი და მეტი – 454.4 ლარი, ზრდა 6 ლარი და 90 თეთრი.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.8 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, ოქტომბერში 323.5 ლარზე დაფიქსირდა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system