თავში

ოქტომბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები 8%-ით შემცირდა

ოქტომბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები 8%-ით შემცირდა
ოქტომბრის ბოლო კვირაში ფულადი გზავნილები 8%-ით შემცირდა

25-31 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით შემცირდა და წ/წ -8%-ით შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს, თუმცა წინა კვირასთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. 

ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და -29% შეადგინა. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 25-31 ოქტომბრის პერიოდში დადებით ნიშნულზეა. 

სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა, მაგრამ გაუმჯოებესებულია წინა კვირასთან შედარებით და წ/წ -8% შეადგინა.

შემოდინებების ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის პოზიტიურ ტემპს ინარჩუნებს, მაგრამ შემცირებულია წინა კვირასთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system