თავში

ოკუპირებული აფხაზეთიდან 160 მლნ რუბლის კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობები დაექსპორტდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან 160 მლნ რუბლის კრიპტოვალუტის
ოკუპირებული აფხაზეთიდან 160 მლნ რუბლის კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობები დაექსპორტდა

დე ფაქტო აფხაზეთიდან კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობების ექსპორტის მოცულობამ 160 მლნ რუბლს გადააჭარბა (დაახლოებით 2,160 მლნ დოლარი). ამის შესახებ Sputnik abkhazia-სთან საუბრისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ასიდა კვიცინიამ განაცხადა.

კვიციანიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან მაინინგ-მოწყობილობების ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 20 467 ერთეული მოწყობილობაა ექსპორტირებული, ჯამში 160 მლნ რუბლზე მეტი ღირებულების.

დე-ფაქტო აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და მაინინგ-მოწყობილობების შეტანა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ 2022 წლის 31 მარტამდე აკრძალულია. ამ აკრძალვას მიმდინარე წლის 1-ლი ივნისამდე უნდა ემოქმედა, თუმცა აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტისა და დიდი დატვირთვით მომუშავე სისტემაში ავარიების მაღალი საფრთხის გამო  აკრძალვა გადაავადეს.

31 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ე.წ. კოდექსში, რომლის თანახმად ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება როგორც ჯარიმის, ისე თავისუფლების აღკვეთის სახით ისჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system