თავში

OMP Petrom-ი შავ ზღვაში საქმიანობას აფართოებს

OMP Petrom-ი შავ ზღვაში საქმიანობას აფართოებს
OMP Petrom-ი შავ ზღვაში საქმიანობას აფართოებს

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group - ში შემავალი OMP Petrom-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება - მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც შედის Han Asparuh (ჰან ასპარუჰის) საძიებო ლიცენზიაში ბულგარეთის ოფშორში. ეს რუმინეთის შავი ზღვის წყლებში ჩვენი 40-წლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა“, - განაცხადა OMP Petrom - ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა პიტერ ცეილინგერმა.

OMV Petrom - ი, რომელიც სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, აწარმოებს საძიებო, განვითარებისა და წარმოების საქმიანობას წყალმარჩხ ადგილებში (ისტრიას ბლოკი) და ExxonMobil-თან თანამშრომლობით საძიებო სამუშაოებს ღრმაწყლოვან ზონებში (ნეპტუნის ღრმა წყლები).

ცნობისთვის, შავი ზღვის რუმინეთის კონტინენტურ შელფზე კვლევა 1969 წელს დაიწყო. ნახშირწყალბადების პირველი მარაგი შელფზე აღმოაჩინეს 1980 წელს, ხოლო მოპოვება - 1987 წელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system