თავში

OMV PETROM-ის საქართველოში შემოსვლას ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს

OMV PETROM-ის საქართველოში შემოსვლას ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს
OMV PETROM-ის საქართველოში შემოსვლას ირაკლი ღარიბაშვილი აფასებს

"OMV PETROM-ის საქართველოში შემოსვლა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნეს გარემოა," -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კომპანია OMV PETROM-ი მზაობას გამოხატავს, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთი უდიდეს ავსტრიულ კომპანიასთან „OMV PETROM“ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში შემოვიდა. ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში, აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ, სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი.ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისეთი მსხვილი კომპანია როგორიც არის OMV PETROM გამოხატავს სრულ მზაობას რომ ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნეს გარემო“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს ბიზნესგარემოსა და ხელისუფლების ბიზნესისადმი გახსნილობას იწონებს OMV Petrom SA-ის დირექტორიც. როგორც მან გუშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა, საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს.

შეგახსენებთ, საქართველომ OMV Petrom-ს ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე კონტრაქტი გაუფორმა. ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით.

OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებული კომპანია ავსტრიული OMV Group - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. საქართველოში კომპანია განახორციელებს ორ და სამ განზომილებიანი სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო.

შავი ზღვის საქართველოს ნაწილში ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაციაა, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system