თავში

სოზარ სუბარი: ონის ჰესი ენერგეტიკულთან ერთად სხვა სიკეთესაც მოუტანს ადგილობრივებს

ონის ჰესი ენერგეტიკულთან ერთად სხვა სიკეთესაც მოუტანს ადგილობრივებს
სოზარ სუბარი: ონის ჰესი ენერგეტიკულთან ერთად სხვა სიკეთესაც მოუტანს ადგილობრივებს

თუ არაფერს ავაშენებთ, ასე ქვეყანა არ განვითარდება, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის აუცილებლობას.

მისი თქმით, ონის ჰესის გარემოზე ზეგავლენა მინიმალურია.

სუბარი განმარტავს, რომ პროექტზე კვლევა 3 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინაობდა და, ყველა კვლევით, ჰესის მავნებლობა გარემოზე მინიმუმზე დაბალია, რადგან იქ არ კეთდება დაგუბება. 

სოზარ სუბარი ჰესის ენერგეტიკული ეფექტის გარდა, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რიონი წყალუხვობის გამო ხშირად გადმოდიოდა კალაპოტიდან და ანგრევდა სოფლებს. სუბარის განმარტებით, ჰესის გვირაბი კი ამ პრობლემას მთლიანად მოხსნის.

"კეთდება გვირაბები და იქ გაივლის იმდენი წყალი, რომ საქართველოში ყველაზე წყალუხვ მდინარეს არაფერი მოაკლდება. წყალდიდობების დროს, როდესაც რიონი მართლა ანგრევს სოფლებს, ეს გვირაბები იქნება მშვენიერი საშუალება, რომ ეს საფრთხე მინიმუმზე დავიდეს. დაახლოებით 800 მილიონ კილოვატს გამოიმუშავებს წელიწადში და ეს ნიშნავს რომ ყოველწლიურად 120-150 მილიონი ლარი გადის ქვეყნიდან და სინამდვილეში ეს თანხა ქვეყნიდან კი არ გავა, ქვეყანაში დარჩება. ეს ნიშნავს, რომ იქ განხორციელდება 330 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც ნიშნავს, რომ ონის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი შევა. ახლა, ონის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარია. ონის ჰესი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყება შემოდგომაზეა დაგეგმილი.

პროექტის განმახორციელებელი კომპანია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება, თუმცა ჰესის მშენებლობას ადგილობრივები და გარემოსდამცველთა ნაწილი აპროტესტებენ.

კასკადი რიონზე 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.

80 მეგავატი სიმძლავრის ჰესის ამუშავება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო 2026 წლისთვის მეორე - 120 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. 

კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

ხელშეკრულების პირობებით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, ონის ჰესის მნიშვნელობაზე და მის უსაფრთხოებაზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც.მისი თქმით, ონი ჰესის პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში.

ონის ჰესის ყველა პარამეტრი დადებითია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრითაც.

მისი შეფასებით, პროექტს არ შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა, ვინაიდან საუბარია მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, სადაც არც წყლის დაგროვებაა ისეთი მასშტაბის, რომ ზემოქმედება გამოიწვიოს გარემოზე. კაკულაის თქმითვე, ლოკაციაზე არ იგეგმება აფეთქებითი სამუშაოები.

რაჭარში ჰესის მშენებლობა განმარტა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტმაც.

მინისტრის თქმით, მდინარე რიონი შეინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემაც სრულად შენარჩუნდება."მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი," - განმარტა მინისტრმა.

მანამდე ონის ჰესების კასკადის მშენებლობას „ონი კასკადიც“ საგანგებო და ვრცელი განცხადებით გამოიეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system