თავში

ონლაინშეხვედრა მთავრობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის გასაცნობად

ონლაინშეხვედრა მთავრობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის გასაცნობად
ონლაინშეხვედრა მთავრობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის გასაცნობად

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ,,ბუღალტერთა კავშირის“ წევრებთან ონლაინკონფერენცია გამართა.

ვიდეო კონფერენციას თხუთმეტამდე ონლაინსაკომუნიკაციო ჯგუფი დაუკავშირდა. 

მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს.

,,ყველა ის მოქალაქე, რომელმაც დაკარგა შემოსავალი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს მხარდაჭერას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას, რაც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მიზნობრივ დახმარებას შეეხება, " - განაცხადა ლევან დგებუაძემ და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე და კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობისთვის, ასევე დასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად, შესაბამის უწყებებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ონლაინშეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system