თავში

ონლაინვაჭრობის შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება

ონლაინვაჭრობის შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება
ონლაინვაჭრობის შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება

ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მინისტრმა თურნავამ თქვა, ეკონომიკის ამოქმედებისთანავე ონლაინვაჭრობა იქნება პრიორიტეტული ბიზნესსაქმიანობა.

"ერთ-ერთი პრიორიტეტი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, ვინც დაკავებულია ონლაინ ვაჭრობით ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. შემდეგ კვირაში, ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმობას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვამზადოთ ეს სექტორი იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და ექნებათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system