თავში

OPEC-ის ახალი გენერალური მდივანი, შესაძლოა, დღეს აირჩიონ

OPEC-ის ახალი გენერალური მდივანი, შესაძლოა, დღეს აირჩიონ
OPEC-ის ახალი გენერალური მდივანი, შესაძლოა, დღეს აირჩიონ

OPEC-ის ქვეყნების მინისტრები 3 იანვარს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურას განიხილავენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას OPEC-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალმა გენერალურმა მდივანმა მომავალ წელს კარტელის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოჰამედ ბარკინდო უნდა შეცვალოს.

ამ პოსტზე ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია - ქუვეითის წარმომადგენელი ჰაისამ ალ-გაისი, რომელიც 2017 წლიდან 2021 წლამდე OPEC-ში ქუვეითის დელეგაციას  ხელმძღვანელობდა. 

2016 წლიდან OPEC-ის გენერალური მდივნის პოსტს მუჰამედ ბარკინდო იკავებს, მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2022 წლის ივლისში იწურება. OPEC-ის წესდების თანახმად, გენერალური მდივანი აირჩევა სამი წლის ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system