თავში

OPEC-ის ახალი გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია

OPEC-ის ახალი გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია
OPEC-ის ახალი გენერალური მდივნის ვინაობა ცნობილია

OPEC-ის მინისტრებმა ორგანიზაციის  გენერალური მდივნის პოსტზე  ქუვეითის წარმომადგენელი, ჰაისამ ალ-ჰაისი დანიშნეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას OPEC-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰაისამ ალ-ჰაისი 2017 წლიდან 2021 წლამდე OPEC-ში ქუვეითის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მას ნავთობკომპანიებში, ასევე ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს. 1990 წელს დაამთავრა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი კალიფორნიაში პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. თავისუფლად ფლობს ექვს ენას, მათ შორის არაბულს, ინგლისურს, გერმანულს, პორტუგალიურს, ესპანურს, ფრანგულს და ჩინურს.

ალ-ჰაისმა კარტელის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მოჰამედ ბარკინდო უნდა შეცვალოს, რომელიც ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებს. მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2022 წლის ივლისში იწურება.

OPEC-ის წესდების თანახმად, გენერალური მდივანი აირჩევა სამი წლის ვადით და მისი არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system