თავში

OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება შემცირდება - IEA

OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება შემცირდება - IEA
OPEC-ის არაწევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება შემცირდება - IEA

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) OPEC+-ის არაწევრ ქვეყნებში 2021 წლის ნავთობის მოპოვების პროგნოზი შეამცირა. ამასთან, მომავალი წლის პროგნოზი უცვლელი დარჩა.

„ჩვენს წინა ანგარიშთან შედარებით, ნავთობის მოპოვების პროგნოზი OPEC+-ის ქვეყნებს გარეთ წელს 100 ათასი ბარელით შემცირდა, დღიურ 47,6 მილიონ ბარელამდე“, - ნათქვამია ანგარიშში. 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ს წარმოების ზრდა ბრაზილიაში ნავთობის მოპოვების შემცირებით კომპენსირდება.

„2022 წლის პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა გასული თვის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ... მოსალოდნელია, რომ წარმოების ზრდა საშუალოდ დღეში 1,8 მილიონი ბარელი იქნება “, - ნათქვამია  ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system