თავში

OPEC-ის ქვეყნები შიშობენ, რომ ნავთობის ბაზარს არეულობა ელის

OPEC-ის ქვეყნები შიშობენ, რომ ნავთობის ბაზარს არეულობა ელის
OPEC-ის ქვეყნები შიშობენ, რომ ნავთობის ბაზარს არეულობა ელის

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEC) ვარაუდობენ, რომ გაზთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის ფონზე, ნავთობის ბაზარზე არეულობაა მოსალოდნელი. 

ერაყი ელოდება ნავთობზე უფრო მაღალ მოთხოვნას, რადგან გაზის დეფიციტი აიძულებს მომხმარებლებს მოძებნონ ალტერნატიული საწვავი, - ამის შესახებ ერაყის ნავთობის მინისტრმა, იჰსან აბდულ ჯაბარმა განაცხადა.

ნიგერიის სახელმწიფო ნავთობის ფირმის ხელმძღვანელმა, მელე კიარიმ იწინასწარმეტყველა, რომ ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 1 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოტენციურად ფასები მოიმატებს ბარელზე 10 დოლარით.

Goldman Sachs Group-ი აცხადებს, რომ ცივმა ზამთარმა შეიძლება გაანადგუროს ნავთობის ბაზრის შესაძლებლობები, შეავსოს გაზის დაკარგული მარაგი, რის შედეგადაც ფასის ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system