თავში

OPEC-ის მოპოვება წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება

OPEC-ის მოპოვება წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება
OPEC-ის მოპოვება წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება

აშშ ელოდება, რომ წლის ბოლომდე OPEC-ის მოპოვება გარიგების თანახმად მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიურ ანგარიშში.

„აგვისტოს პროგნოზის თანახმად ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში OPEC-ის ნავთობის მოპოვება იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ამას ითხოვს ოპეკი. ჩვენი შეფასებით, მესამე კვარტალში ოპეკი მოიპოვებს 1 მლნ ბარელით/დღეში ნაკლებს, ვიდრე საჭიროა, ხოლო მეოთხე კვარტალში ეს სხვაობა შემცირდება 0.3 მლნ ბარელამდე/დღეში ".

"OPEC+"-ის ლიდერები სავარუდოდ 2021 წლის დეკემბერში შეიკრიბებიან, როდესაც ჩვენ ველოდებით გარკვეულ კორექტირებას შემცირების გეგმაში," - აღნიშნავს სამმართველო.

EIA-ის ვარაუდით, 2021 წლის მეორე ნახევარში OPEC–ის ნავთობის მოპოვება შეადგენს საშუალოდ 27,6 მლნ ბარელს/დღეში, რაც წინა პროგნოზთან შედარებით დაახლოებით 0,6 მლნ ბარელით დაბალია.

”PEC-ის ნავთობის მოპოვების პროგნოზი 2022 წლისთვის თითქმის შეესაბამება ჩვენს ივლისის თვის პროგნოზს, ამასთან მოსალოდნელზე მაღალი მოპოვება წლის მეორე ნახევარში მოახდენს 2022 წლის პირველ კვარტალში პროგნოზირებული მოპოვების შემცირების კომპენსირებას.

წყარო: ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system