თავში

OPEC-ის შეხვედრა გადაიდო

OPEC-ის შეხვედრა გადაიდო
OPEC-ის შეხვედრა გადაიდო

OPEC+-ის მინისტრების მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრები ორი დღით გადადო. სხდომის გადადების მიზეზი კორონავირუსის ახალი, "ომიკრონის" შტამის ნავთობის ბაზარზე არსებული გავლენის შესწავლაა. 

მათივე ინფორმაციით, ტექნიკური მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, რომელიც თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი,  1 დეკემბერს გაიმართება. 

ტექნიკური კომიტეტის ექსპერტები ტრადიციულად ანგარიშს მოამზადებენ, რომელშიც მომავალი თვეების განმავლობაში ნავთობის წარმოების მოცულობის საკითხი იქნება განხილული.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გათავისუფლება, შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჭარბი რაოდენობა გამოიწვიოს. OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში ორგანიზაციამ, შესაძლოა, იანვარში ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდაზე უარი თქვას.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system