თავში

OPEC+-მა აგვისტოში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგების პირობებს გადააჭარბა

​OPEC+-მა აგვისტოში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგების პირობებს
OPEC+-მა აგვისტოში ნავთობის მოპოვების შემცირების გარიგების პირობებს გადააჭარბა

აგვისტოში OPEC+-ის ალიანსმა ნავთობის წარმოების შეზღუდვის შეთანხმებას კვლავ გადააჭარბა და 116%-იან მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სექტემბრის ანგარიშშია აღნიშნული.

"შეთანხმების საერთო განხორციელება გასულ თვეში 109%-იდან 116%-მდე გაიზარდა, რაზეც გავლენა ყაზახეთის უმსხვილეს ქაშაგანის საბადოზე გეგმიურმა რემონტმა, ასევე ნიგერიის საოპერაციო სირთულეებმა იქონია.

ნიგერია, ანგოლა და მალაიზია წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით ისევ სირთულეებს განიცდიან და თავის სამიზნე მაჩვენებლებს ვერ ინარჩუნებენ", - აღნიშნულია ანგარიშში.

მხოლოდ OPEC-ის ქვეყნებმა შეასრულეს შეთანხმება 118%-ით, ხოლო OPEC- ის გარეთ - 112%-ით.

ზოგადად, OPEC+-ის ნავთობის წარმოება ივლისში 150 ათასი ბარელით, 41,58 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რადგან ყაზახეთში, მექსიკასა და ნიგერიაში წარმოების შემცირება მნიშვნელოვნად აჭარბებს მის ზრდას საუდის არაბეთში, ერაყსა და რუსეთში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system