თავში

OPEC-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კომპრომისს მიაღწია

OPEC-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კომპრომისს მიაღწია
OPEC-მა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან კომპრომისს მიაღწია

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და OPEC-ის მინისტრებმა OPEC +-ის გარიგების ფარგლებში კომპრომისს მიაღწიეს. 

OPEC +-ის სხდომაზე მხარეები შეთნხმდნენ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები 2022 წლის მაისიდან ნავთობის წარმოებას დღეში 3,65 მილიონ ბარელამდე გაზრდის. 

ამჟამად,  ემირატებისთვის ნავთობის მოპოვების საბაზისო დონეა დღეში 3.168 მილიონ ბარელს შეადგენს. საემიროები მოითხოვდნენ მის 3.8 მილიონზე გაზრდას.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებისათვის ახალი კვოტა OPEC-ის შეთანხმების დასრულების შემდეგ ამოქმედდება. OPEC +-ის გარიგება ნავთობის  მოპოვების შემცირების შესახებ 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გასული წლის მაისიდან, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+- მა შეამცირა ნავთობის წარმოება დღეში 9,7 მილიონი ბარელით. ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, შეზღუდვები შემსუბუქდა და 2021 წლის მაისში ორგანიზაციამ ნავთობის მოპოვება 6,55 მილიონი ბარელით შეამცირა, ივნისში - 6,2 მილიონით, ხოლო ივლისში 5,76 მილიონით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system