თავში

OPEC-მა აზერბაიჯანს ნავთობის წარმოების პროგნოზი გაუზარდა

OPEC-მა აზერბაიჯანს ნავთობის წარმოების პროგნოზი გაუზარდა
OPEC-მა აზერბაიჯანს ნავთობის წარმოების პროგნოზი გაუზარდა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC) გაზარდა აზერბაიჯანში ნავთობისა და სხვა თხევადი ნახშირწყალბადების საშუალო დღიური წარმოების პროგნოზი 0,06 მილიონი ბარელით და დღიური წარმოების ზღვარმა 0,76 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც  0,03 მილიონი ბარელით მეტია, გასულ წელს დაფიქსირებული წარმოების მაჩვენებელზე. ამის შესახებ ორგანიზაციის მაისის მოხსენებაშია ნათქვამი.

მიმდინარე წლის მარტში აზერბაიჯანში თხევადი ნახშირწყალბადების წარმოება 0,01 მილიონი ბარელით შემცირდა და 0,77 მილიონი ბარელი შეადგინა დღეში. წარმოების მოცულობა აპრილში, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე გაზის კონდენსატის საბადოებში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ბუნებრივი გაზისა და კონდენსატის საშუალო დღიურმა წარმოებამ 0,18 მილიონ ბარელს მიაღწია.

მიმდინარე წლის იანვარში, შაჰ დენიზის გაზ-კონდენსატის საბადოდან კონდენსატის წარმოების დღიური მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 193 ათასი ტონას გაუტოლდა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანმა 1,4 მილიონი ტონა ნავთობის გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93 ათასი ტონით ნაკლებია.  აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წარმოების ჯამურმა ღირებულებამ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში შეადგინა 810,3 მილიონი მანეთი, რაც 13% -ით ნაკლებია, გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე. წელს პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა 91 მილიონ დოლარზე მეტი ნავთობპროდუქტები დააექსპორტა. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა დაახლოებით 7,3 მილიონი ტონა ნავთობი დააექსპორტა (კონდენსატთან ერთად).წლიურ ჭრილში აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდა 320 ათასი ტონით, ანუ 4% -ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system