თავში

OPEC-მა იანვარში ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, აღარ გაზარდოს

OPEC-მა იანვარში ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, აღარ გაზარდოს
OPEC-მა იანვარში ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, აღარ გაზარდოს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის გათავისუფლება, შესაძლოა,  მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ჭარბი რაოდენობა გამოიწვიოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

ორგანიზაციის ცნობით,  მარაგებიდან დაახლოებით 66 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ბაზარზე ჭარბ მიწოდებას დღეში 1,1 მილიონი ბარელით გაზრდის. 

OPEC-ის რამდენიმე დელეგატმა აღნიშნა, რომ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში ორგანიზაციამ, შესაძლოა, იანვარში ნავთობის მოპოვების დაგეგმილ ზრდაზე უარი თქვას. 

იაპონია, შეერთებულ შტატებთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით სტრატეგიული მარაგებიდან რამდენიმე ასეულ კილოლიტრ ნავთობს გაყიდის.

სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება აშშ-მა და ინდოეთმაც მიიღეს.

შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system