თავში

OPEC წევრები კვლავ ვერ თანხმდებიან

OPEC წევრები კვლავ ვერ თანხმდებიან
OPEC წევრები კვლავ ვერ თანხმდებიან

მექსიკამ უარი თქვა ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე და OPEC+-ის მთელი დღევანდელი სხდომის შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

ცნობისთვის, OPEC+-ის სხდომის შესახებ ბოლო ცნობები ასეთია: რუსეთი დათანხმდა ნავთობის მოპოვების შემცირებას 2.55 მილიონი ბარელით დღეში, მხოლოდ ორი თვით - მაისში და ივნისში. საუდის არაბეთი იგივე ვადით, ოღონდ 0.55 მილიონი ბარელით დღეში. ათვლა იწყება 11.3 მილიონი ბარელიდან დღეში. 

OPEC განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეში წარმოების 10 მილიონ ბარელამდე შემცირება გაგრძელდება მაისში და ივნისში, შემდეგ თვეებში კი ნავთობის მოპოვება 8 მილიონ ბარელამდე უნდა დავიდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრის დასაწყისიდან ნავთობწარმოება დღეში 6 მილიონ ბარელზე უნდა შემცირდეს, რაც გაგრძელდებოდა 2022 წლის აპრილამდე.

პოტენციური შემცირების რეკორდული ზომების მიუხედავად, ნავთობის საერთაშორისო ფასი მაინც მცირდება, რადგან ინვესტორები შიშობდნენ, რომ ეს შეთანხმება საკმარისი არ იქნება კოროვირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირებით მიღებული ზარალის  დასაბალანსებლად.

”მიუხედავად იმისა, რომ 10 მილიონამდე წარმოების შემცირება მოკლევადიან პერიოდში დაეხმარება ბაზარს, არ გადაივსოს ნავთობსაცავები, ეს მაინც დიდი იმედგაცრუებაა ბევრისთვის," - ამბობს  ნავთობის ბაზრების Rystad Energy– ის ხელმძღვანელი Bjornar Tonhaugen.

კოვიდ-19 არის უხილავი მხეცი, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაფერზე გავლენას ახდენს მის გზაზე,” - ამბობს OPEC- ის გენერალურმა მდივანმა მოჰამედ ბარკინდომ შეხვედრაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system